ინფორმაციის ტექნოლოგიების სპეციალისტთა პროფესიული კავშირი

ძალა ერთობაშია!

ჩვენ შესახებ

ინფორმაციის ტექონოლოგიების სპეციალისტთა პროფესიული კავშირი არის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე გუნდი, რომელთაც გააჩნია მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება განათლების სისტემაში, კერძოდ CAT-ის გამოცდების,ასევე სწავლა-სწავლების პროცესის IT მხარდაჭერის კუთხით. გუნდს და მის წევრებს ასევე აქვთ მრავალმხრივი გამოცდილება ტრენინგ პროგრამების განხორციელებისა თუ აიტი სერვისის მიწოდების მიმართულებით. ორგანიზაციის მიზანია განათლების სფეროში ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერა, ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისების განვითარება, აიტი სპეციალისტების სამუშაო პირობების გაუმჯობესება, შრომითი უფლებების დაცვა და წარმომადგენლობა. გუნდის არსებობის ისტორიაში მნიშვნელოვანია ჩვენი როლი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სიტემის (EMIS) საჯარო დაწესებულებად დარჩენის მიმართულებით. ორგანიზაციამ ამ კუთხით გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები და სახელმწიფო სტრუქტურებთან/ინსტიტუტებთან (მათ შორის: საქართველოს პრეზიდენტთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სახალხო დამცველის ინსტიტუტთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან და სხვადასხვა არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციებთან) ეფექტური კომუნიკაციის საფუძველზე დაარწმუნა საქართველოს პარლამენტი რათა უკან გაეწვია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა EMIS-ის ლიკვიდაციას და სერვისების კერძო კომპანიაში გადატანას, რაც ჩვენი საფუძვლიანი არგუმენტაციით შექმნიდა სერიოზულ საფრთხეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფის კუთხით.
დასახული მიზნების განხორციელების ხელშეწყობისთვის, ორგანიზაცია გეგმავს სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებას, რაც საშუალებას მოგვცემს გავაფართოვოთ ურთიერთობების შესაძლებლობები პარტნიორებთან და დონორებთან.